ოპოზიციური პარტიების გეგმები
რას აპირებს ოპოზიცია და როგორია მათი სამოქმედო გეგმა – ამ დროისთვის უცნობია, შეიქმნება თუ არა საერთო ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრი. როგორც თავად პოლიტიკოსები აცხადებენ, ეს საკითხი განხილვის საგანია. ოპოზიცია სამომავლო ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობასა და კოორდინაციის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას.
 
მმართველ გუნდში კი მიიჩნევენ, რომ ოპოზიციის წარმომადგენლების ქმედებები უცხოეთიდან არის ნაკარნახევი. „ქართული ოცნების“ წევრების განცხადებით, ოპონენტების შანსები ნულის ტოლია.