ოპოზიციური პარტიების გეგმები

რა კონფიგურაციით წარდგებიან პოლიტიკური პარტიები საპარლამენტო არჩევნებზე – ალიანსების თემა ისევ ბუნდოვანია. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ნაწილი ემხრობა გაერთიანებების შექმნას, თუმცა მოლაპარაკებების დეტალებს ჯერ არ ასაჯაროებს. ოპოზიციის ნაწილი მიიჩნევს, რომ „ნაციონალური მოძრაობიდან“ წამოსული პოლიტიკოსები ყოფილი პარტიის მხოლოდ სახელისგან გამიჯვნას შეძლებენ, რადგან „ნაციონალურ მოძრაობასთან“ იდეოლოგიური კავშირი აქვთ.

მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებით დაკომპლექტებული ახალი გაერთიანება არასერიოზული იქნება.