ქართულ პოლიტიკაში ისევ განხილვის საგანია ოპოზიციისა და სალომე ზურაბიშვილის გეგმა საქართველოს მეექვსე პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ. ოპოზიციის წარმომადგენელთა ნაწილი კონკრეტულ გეგმაზე არ საუბრობს, თუმცა, აღნიშნავს, რომ ოპოზიციას საერთო გეგმა უნდა ჰქონდეს და აქვე აცხადებენ იმასაც, რომ გაიზიარებენ, რასაც სალომე ზურაბიშვილი დასახავს.
მმართველ გუნდში კი ყურადღებას ამახვილებენ პრეზიდენტის რეზიდენციიდან სალომე ზურაბიშვილის გამოსვლის საკითხზე. როგორც „ქართული ოცნების“ ლიდერები აცხადებენ, მათ არ ჰგონიათ, რომ სალომე ზურაბიშვილი რეზიდენციას არ დატოვებს.