ოპოზიციური პარტიების გადაწყვეტილება

„ჩვენ არაფრისგან დისტანცირებას არ ვაპირებთ“ –  ეს განცხადება გიორგი ვაშაძემ გაერთიანებული ოპოზიციის სახელით გამართულ პრესკონფერენციაზე  გააკეთა. მისივე თქმით, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები დღეს რუსთაველზე აუცილებლად მივლენ და სამომავლო გეგმებზე აქციის ორგანიზატორებთან ერთად იმსჯელებენ.

მათივე განმარტებით, საერთო მიზნების მიღწევა მხოლოდ პროცესში პოლიტიკოსთა მონაწილეობით არის შესაძლებელი. ამავდროულად, დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე  კოალიცია „ძალა ერთობაშიას“ წევრებმა 21 ივნისის ღამეს დაკავებულებს პოლიტპატიმრები უწოდეს და მათი გათავისუფლება მოითხოვეს. გაერთიანებაში ამბობენ, რომ ბევრი მათგანის სასამართლო პროცესი ანგარიშსწორების ხასიათს ატარებდა და აქციის მონაწილეთა დაკავება მხოლოდ პოლიციელთა ჩვენებების საფუძველზე მოხდა.