ოთხი ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტია გუშინდელ საპროტესტო აქციას აფასებს. მათი თქმით, გუშინ საზოგადოებამ მოქალაქეების უკანონო ჩხრეკა და დაპატიმრება იხილა. პარტიების წარმომადგენლების შეფასებით, ქვეყნის კონსტიტუციურ ჩარჩოში დაბრუნების მთავარი გზა, ახალი არჩევნების დანიშვნაა. ოპოზიური პარტიები პატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ. ისინი დასავლელ პარტნიორებს მოუწოდებენ, გააძლიერონ ქართველი ხალხის მხარდაჭერა და დაუწესონ სანქციები „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს.