ოპოზიციისა და სალომე ზურაბიშვილის გეგმები

რას გეგმავს ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილთან ერთად – ეს კითხვა აქტუალური კიდევ ერთხელ გუშინდელი შეკრების შემდეგ გახდა. გაირკვა, რომ ოპოზიცია იმ ადამიანების სის შედგენას გეგმავს, რომელთა დასანქცირებასაც პარტნიორებს მოსთხოვს. გეგმაშია მათსავე წიაღში შედგენილი სიის ევროპელი პარტნიორებისთვის წარდგენა. აცხადებენ, რომ სიაში შევა ყველა, ვინც მათი მტკიცებით, ჩართულია უკანონო დავალებების შესრულებაში. თუმცა, ამ სიის გარდა შეძლებს თუ არა ოპოზიცია კიდევ ერთ საკითხზე შეთანხმებას, რასაც ოპოზიციის გაერთიანება ჰქვია, პასუხი ჯერჯერობით უცნობია.

ბოლო დღეების განმავლობაში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ოპოზიციონერებს ერთიანობისკენ მოუწოდებდა.