ოპოზიციის წარმომადგენლები აშშ-ში – შეფასებები

15:15, 21.01.2025

დონალდ ტრამპის ინაუგურაციას სალომე ზურაბიშვილი და ქართული ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც დაესწრნენ. ქართველი პოლიტიკოსების აშშ-ში ვიზიტთან დაკავშირებით შეფასებები კეთდება თბილისში. ოპოზიციონერი დეპუტატები განმარტავენ, რომ მათი თანაგუნდელები ამერიკაში მიწვევით იმყოფებიან. მმართველ გუნდში კი ოპოზიციის ინაუგურაციაზე დასწრება არასერიოზულად მიაჩნიათ და ამბობენ, რომ ქართველი ოპოზიციონერი დეპუტატებისა და სალომე ზურაბიშვილის მიერ ტრამპის ადმინისტრაციის საწინააღმდეგოდ გაკეთებული განცხადებები ამერიკაშიც იციან და ახსოვთ.

მსგავსი