სალომე ზურაბიშვილისა და ოპოზიციის შეხვედრები ორშაბათიდან განახლდება. „ერთობის პლატფორმა მომავლისთვის“ – ამ გაერთიანების ქვეშ პრეზიდენტს რამდენიმე ოპოზიციონერი ლიდერი უკვე შეხვდა. სალომე ზურაბიშვილის მიერ შექმნილი ეს პლატფორმა და მისი ფორმატი რამდენიმე დღეა, განხილვის საგანია. მმართველი გუნდის ოპონენტთა ნაწილი ზურაბიშვილის ნარატივს იზიარებს და ამბობს, რომ ახალი პლატფორმა ქვეყნის ევროპულ მომავალს წაადგება. ისინი აღნიშნავენ იმასაც, რომ შეხვედრების მიზანი არა პოლიტიკური გადაჯგუფება, არამედ კონკრეტული დოკუმენტის შემუშავებაა.
ოპოზიციიდან არიან ისეთებიც, ვინც პრეზიდენტის ამ წამოწყებას ეჭვის თვალით უყურებენ და შეხვედრებში მონაწილეობას არ აპირებენ. მმართველ გუნდში კი დარწმუნებულები არიან, რომ სალომე ზურაბიშვილმა მორიგი პოლიტიკური ნაბიჯი გადადგა.