ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლები შეხვედრებს მართავენ არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილთან.
დისკუსია უკვე გაიმართა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“, კოალიცია „ცვლილებებთან“, „ლელო – ძლიერ საქართველოსთან“. მათი მხრიდან აღინიშნა, რომ აქცენტი საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე გაკეთდა – კონკრეტულად კი პარტიების აკრძალვასა და ქუჩის პროტესტზე. საუბარი შეეხო დაკავებულების გათავისუფლებასაც. შეხვედრები მიმდინარეობს „თავისუფლების მოედნისა“ და ანა დოლიძის პარტიების წევრებთანაც. მანამდე დისკუსია შედგა არასამთავრობო სექტორისა და მედიაორგანიზაციების წევრების ნაწილთან.