ოპოზიციის კონსულტაციები „ლეიბორისტების“ ოფისში

რამდენიმე წუთის წინ, ოპოზიციური პარტიების ლიდერები, „ლეიბორისტების“ ოფისში მორიგი კონსულტაციისათვის შეიკრიბნენ. უშედეგოდ დასრულებული გუშინდელი შეხვედრის შემდეგ, პოლიტიკური ძალების წარმომადგენლები, სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით, პოზიციებს კიდევ ერთხელ შეაჯერებენ. დეტალები მოლაპარაკების შემდეგ დაზუსტდება, თუმცა ამ დროისათვის უკვე ცნობილია, რომ ოპოზიცური სპექტრი აქციებისა და პროტესტის შეწყვეტას არ აპირებს.