ოპოზიციის სამოქმედო სტრატეგია 

მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანის შემდეგ ოპოზიციის ნაწილი საპარლამენტო ბოიკოტს წყვეტს.

პარტია „ლელო“ საკანონმდებლო ორგანოში ბრუნდება და ბრძოლის გაგრძელებას სწორედ ამ ფორმით გეგმავს. რადიკალურად განსხვავებულია „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიცია. ყოფილი სახელისუფლებო პარტია ბოიკოტის რეჟიმში რჩება. მათი გაცხადებით, მონაწილეობას მხოლოდ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პროცესში მიიღებენ, რომელიც საარჩევნო ბარიერის შემცირებას ითვალისწინებს. საპარლამენტო ფორმატში „ლელოს“ დაბრუნებას მიესალმება დანარჩენი ოპოზიცია, რომლებიც „ნაციონალურ მოძრაობას“ აკრიტიკებენ. მმართველი გუნდი კი „ნაციონალურ მოძრაობას“ საბოტაჟის მცდელობაში ადანაშაულებს.

ბოიკოტი, როგორც პოლიტიკური ბრძოლის იარაღი, – ნახეთ თეონა მანაგაძის სიუჟეტში.