ოპოზიციის სამოქმედო გეგმა - შეფასებები

„ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე მთელ პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს. მმართველ გუნდს კი ყოფილი პრეზიდენტის თანაგუნდელების გულწრფელობის არ სჯერა. „ქართული ოცნებისთვის“ ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესების შესახებ ბოლო პერიოდში გაკეთებული განცხადებები და ლობისტური კომპანიის დაქირავება პოლიტიკური კამპანიის ნაწილია. „ქართული ოცნება“ დარწმუნებულია, რომ ოპოზიციის ნაწილი ექს-პრეზიდენტის საკითხს საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის და ქვეყანაში არეულობის მცდელობისთვის იყენებს. რაც შეეხება სასჯელის გადავადების მოთხოვნას, მმართველი პარტია ხაზს უსვამს, რომ ეს საკითხი მხოლოდ სამართლებრივ ჭრილში უნდა გადაწყდეს.

თეონა ხუბულავამ მოისმინა ოპოზიციის ნაწილის მძიმე ბრალდებებზე ხელისუფლების პასუხი.