ოპოზიციის სამოქმედო გეგმა

რა გეგმა აქვს ოპოზიციას. გახდება თუ არა მათი ლიდერი სალომე ზურაბიშვილი და გაგრძელდება თუ არა კონსულტაცია მხარეებს შორის, სამოქმედო გეგმა ჯერ უცნობია. სალომე ზურაბიშვილი განცხადებას, რომელიც ახალ წლამდე დააანონსა, უახლოეს დღეებში გააკეთებს. ოპოზიციის ნაწილი ამბობს, რომ მათი პოზიცია ცნობილია და ისინი ერთობლივად იმუშავებენ ყოფილ პრეზიდენტთან.