საქართველოს მეექვსე პრეზიდენტის ინაუგურაცია 29 დეკემბერს არის დაგეგმილი. რაც იმას ნიშნავს, რომ მიხეილ ყაველაშვილი საკუთარი უფლებამოსილების შესრულებას ორ კვირაში უნდა შეუდგეს. თუმცა ახლა მთავარი კითხვაა როგორ? – სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ პოსტის დატოვებას არ აპირებს. შექმნილი ვითარებიდან ყველაზე რეალურ გამოსავლად ოპოზიციას ხელახალი საპარლამენტო არჩევნები მიაჩნია. ხელისუფლების ოპონენტების აზრს იზიარებს თავად სალომე ზურაბიშვილიც. საქართველოს მოქმედ პრეზიდენტს კონსტიტუციას ახსნებს მმართველი გუნდი, რომელიც ზურაბიშვილის განცხადებებს არალეგიტიმურობასთან დაკავშირებით, მწვავედ აკრიტიკებს.