ოპოზიციის საარჩევნო გეგმები

ცხრა რეკომენდაციის შესრულებასთან ერთად ქვეყანას მომავალ წელს საპარლამენტო არჩევნებიც აქვს ჩასატარებელი.

წინასაარჩევნო მოცემულობა და პოლიტიკური გეგმები შეცვლილია. არაერთი მცდელობის და მოწოდებების მიუხედავად, ოპოზიციის გაერთიანება მიუღწეველ ამოცანად რჩება. „ნაციონალური მოძრაობის“ და გიორგი ვაშაძის პარტიის ალიანსის გარდა, ოპოზიციურ ფლანგზე სხვა ერთობების ფორმირება ამ ეტაპზე ვერ ხერხდება. ყველაზე მსხვილმა ოპოზიციურმა პარტიამ ერთობა და კოორდინაცია ყველა პოლიტიკურ ძალას შესთავაზა, თუმცა ადრესატების დიდ ნაწილს სხვა ან არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის გეგმები აქვს. განსაკუთრებული ინტერესის ქვეშ „ლელო“ მოექცა, რომელმაც საკუთარი თავი „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ალტერნატივად წარმადგინა და ახალი პოლიტიკური ცენტრის შექმნა დააანონსა. ერთ-ერთ სტრატეგიულ პარტნიორად „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია უკვე შერჩეულია.