ოპოზიციის პოლიტიკური გეგმები

შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირების მიუხედავად, ოპოზიციის დიდი ნაწილი საპარლამენტო მუშაობას განაგრძობს. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ მთავარი მიზანი საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებაა. პარალელურად, ოპოზიციური პოლიტიკური ძალები განაგრძობენ კონსულტაციებს თვითმმართველობის მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებით. კამპანიის ოფიციალურად დაწყებამდე რამდენიმე დღე რჩება და სავარაუდოდ, უახლოეს პერიოდში გაირკვევა, როგორი იქნება ოპოზიციის სტრატეგია, – წარადგენენ თუ არა ისინი არჩევნებზე ერთიან კანდიდატებს. უმრავლესობაში კი ამბობენ, რომ მთავარი მიზანი არჩევნების სამართლიან და გამჭვირვალე გარემოში ჩატარებაა.