ოპოზიციის ნაწილის ღია წერილი

12:15, 26.07.2022

საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი ბიჭვინთის აგარაკების მიმდებარე სანაპირო ზოლის და საზღვაო აკვატორიის რუსეთისთვის 49 წლით გადაცემის საკითხზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ღია წერილით მიმართავს.

დეპუტატების ნაწილის შეფასებით, რუსეთი ბიჭვინთის ანექსიას ახდენს. წერილში ავტორები საკითხთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო უწყების პოზიციას აკრიტიკებენ და აღნიშნავენ, რომ სრულიად მიუღებელია სამინისტროს დუმილი. ამასთან დეპუტატები მოუწოდებენ მმართველ პარტიას შეიმუშაონ დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საერთო ეროვნული ხედვა და ინკლუზიური პოლიტიკა, ასევე ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგია.

ღია წერილის ავტორები არინ ოპოზიციონერი დეპუტატები: ლევან იოსელიანი, თეონა აქუბარდია, ანა ბუჩუკური, თამარ კორძაია, ალეკო ელისაშვილი, ხათუნა სამნიძე და ვახტანგ მეგრელიშვილი.

მსგავსი