ოპოზიციის ნაწილი აქციისთვის ემზადება – შეფასებები
ოპოზიციის ნაწილი 26 მაისს დაანონსებული აქციისთვის ემზადება. ეს მზადება ცხრა ოპოზიციური პარტიის ერთობის ლიდერების ურთიერთბრალდებების ფონზე გრძელდება. ალიანსს საქმიანობა დაუწუნა მიხეილ სააკაშვილმა და უფრო მეტი რადიკალიზაციისკენ მოუწოდა. 26 მაისის აქციის მოსამზადებელი კამპანიით უკმაყოფილება გამოთქვა ლევან ხაბეიშვილმაც. „ფედერალისტების“ ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი კი ამბობს, რომ „ვინც ალიანსის სტრატეგიას და წესებს უარყოფს, ის ალიანსის მიღმა აყენებს თავს და თვითმარგინალიზაციას ეწევა“. 26 მაისის აქციას არ უერთდებიან ალიანსს გარეთ მყოფი ოპოზიციური პარტიები. მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ ოპოზიციური ალიანსი ვერანაირ მიზანს ვერ მიაღწევს.