ოპოზიციის მოთხოვნას მმართველი გუნდი პასუხობს

ოპოზიციის მოთხოვნას ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, უსაფუძვლოს უწოდებენ მმართველ გუნდში.

„ქართული ოცნება“ დემოკრატიული პროცესებიდან გამომდინარე მოუწოდებს ოპონენტებს აღიარონ არჩევნების შედეგები და  გაითვალისწინონ სახელმწიფო მეთაურების მიერ გაკეთებული მილოცვები საქართველოს ახლადარჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიმართ.

მმართველ პარტიაში ამბობენ,  რომ ხარვეზებთან დაკავშირებით მიღებულია რეკომენდაციები საერთაშორისო დამკვირვებლების მხრიდან და მზადყოფნას გამოთქვამენ მათი აღმოფხვრის მიზნით მუშაობის დაწყებაზე.

საარჩევნო სისტემის კიდევ უფრო დახვეწისთვის კი “ქართული ოცნება”ამბობს,  რომ პარალმენტის კარი ყველა ადამიანისთვის ღიაა.

ოპოზიცია კი არალეგიტიმურს უწოდებს საპრეზიდენტო არჩევნებს და მმართველ გუნდს მოუწოდებს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას პროპორციული სისტემით.