ოპოზიციის მიერ დაანონსებული აქცია – შეფასებები

15:15, 24.01.2023

პოლიტიკოსები ოპოზიციური პარტიების ნაწილის სამოქმედო გეგმას აფასებენ, რომელიც „ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის დაწყებასა და საპროტესტო აქციებს“ ითვალისწინებს. ორგანიზატორები იქნებიან პარტიები – „გირჩი – მეტი თავისუფლება“, „დროა“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ სამოქალაქო სექტორთან ერთად. დაანონსებულ აქციას  „ნაციონალური მოძრაობა“ უერთდება. ლევან ბეჟაშვილი აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია როგორც ხელისუფლებამ, ისე დასავლელმა პარტნიორებმა დაინახონ, რომ ევროპული ღირებულებები ქართველი საზოგადოებისთვის აქტუალურია. რაც შეეხება „გირჩის“ პოზიციას, მათთვის ოპოზიციის სამოქმედო გეგმა გაუგებარია. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ „ნაციონალური მოძრაობისა“ და მასთან აფილირებული ჯგუფების მცდელობა, ქვეყანაში არეულობა მოაწყონ და განვითარების ტემპი შეაფერხონ, ფიასკოსთვის არის განწირული. ორგანიზატორები ამბობენ, რომ დაანონსებული აქციების მიზანი, საქართველოს ევროპული არჩევანის მხარდაჭერა და უკრაინისთვის სოლიდარობის გამოცხადებაა.

მსგავსი