ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატები

პარტია „ლელო საქართველოსთვის“ მიერ ვაკის მაჟორიტარულ ოლქში ლევან კობერიძის კანდიდატურის დაყენება, „ევროპული საქართველოს“ ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა.

ელენე ხოშტარიას განცხადებით, „ლელოს“ განცხადებების შემდეგ, მოლოდინი ჰქონდა, რომ პარტია მხარს მას დაუჭერდა. ხოშტარია ამბობს, რომ „ლელოს“ გადაწყვეტილება პარტიებს შორის დაპირისპირების მიზეზი არ უნდა გახდეს. რაც შეეხება „ლელოს“ პოზიციას, პარტიაში განმარტავენ, რომ გადაწყვეტილება ამომრჩევლის მოთხოვნით მიიღეს.

დატოვე კომენტარი