ოპოზიციის ლიდერები შეხვედრებს მართავენ

12:19, 28.12.2024

ოპოზიცია თბილისში პოლონელ და ლიეტუველ ევროპარლამენტარებთან შეხვედრას მართავს. შეხვედრას ესწრებიან ლიეტუველი დაინიუს ზალიმასი და პოლონელი მიხალ ვავრიკიევიჩი. ოპოზიციური პარტიების ლიდერების განცხადებით, შეხვედრაზე განიხილება, რა ქმედითი ნაბიჯები შეიძლება გადადგას ევროკავშირმა ქართველი ხალხის მხარდასაჭერად ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დაწესებული სანქციების პარალელურად. ოპოზიციის შემდეგ, ევროპარლამენტარები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და სალომე ზურაბიშვილს შეხვდებიან.

მსგავსი