ოპოზიციის კონსულტაციები პრეზიდენტთან

ათონელის რეზიდენციაში კონსულტაციები გრძელდება.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფების შემდეგ, დღეს სალომე ზურაბიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ თავმჯდომარეს შეხვდა. საქართველოს პრეზიდენტთან აუდიენციაზე ნიკა მელია იმყოფებოდა. მიუხედავად იმისა, რომ გამართული შეხვედრების მთავარ თემად ევროპული პერსპექტივა სახელდება, ოპოზიციის ნაწილი ადასტურებს, რომ მსჯელობის საგანია იმპიჩმენტიც. შეხვედრის მონაწილეები არც იმას გამორიცხავენ, რომ სალომე ზურაბიშვილთან პოლიტიკური გარიგების მცდელობები დაწყებულია.

თათია მაყაშვილმა მოისმინა შეხვედრის შემდეგ გაკეთებული განცხადებები.