როგორ, რა ფორმით და შეძლებენ თუ არა კომუნიკაციას სალომე ზურაბიშვილი და ოპოზიცია.
საკითხის განხილვა ამ კონტექსტით, მას შემდეგ გააქტიურდა, რაც სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მიზნად ოპოზიციის გაერთიანება არ ჰქონია და ლევან ხაბეიშვილმა თქვა, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა ოპოზიციის გაერთიანება ვერ შეძლო. ხელისუფლების ოპონენტების ნაწილი ფიქრობს, რომ ხაბეიშვილის განცხადებები და ბრალდებები, მათ შორის ოპოზიციის წევრების მიმართ, პროცესს მხოლოდ აზიანებენ. „ქართულ ოცნებაში“ კი ფიქრობენ რომ, ოპოზიცია და სალომე ზურაბიშვილი უცხოეთიდან იმართებიან და გაერთიანდებიან მაშინ, როდესაც ამის დაკვეთა იქნება. ხაბეიშვილმა გუშინ ასევე განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ უკვე წლებია, ერთიანობაზე საუბრობს, თუმცა გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები მუდმივად მათ ესხმიან თავს.