ოპოზიციის გეგმები - შეფასებები

ოპოზიციური პარტიები და საზოგადოება საქართველოს სუვერენიტეტის დასაცავად უნდა გაერთიანდეს – აცხადებს ოპოზიციის ნაწილი და ქვეყანაში ბოლო დროს არსებულ ვითარებაზე სრულ პასუხისმგებლობას მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ აკისრებს. მათი თქმით, ოპოზიციის სამომავლო გეგმები, სტრატეგია და ტაქტიკა ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია. ოპოზიციის მეორე ნაწილი მთელი ოპოზიციის სახელით საუბარს თავს არიდებს და აქცენტს მხოლოდ მათი გუნდის სამომავლო გეგმებზე აკეთებს. მმართველი გუნდის შეფასებით კი ოპოზიციის რადიკალური ფრთა საქართველოს ინტერესების დაზიანებას მიზანმიმართულად ცდილობს და გარე აქტორების მითითებით მოქმედებს.