ოპოზიციის გეგმები – შეფასებები
რა გეგმა და რესურსი აქვს ოპოზიციას იმ ფონზე, როდესაც ბოლო დღეებია ოპოზიციონერთა ნაწილი, საქართველოში უნგრეთისა და სერბეთის მაგალითების გადმოტანაზე აკეთებს აქცენტს. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მათ ოპონენტებს საქართველოში სხვა ქვეყნების მაგალითების გადმოტანა სურთ, თუმცა – მეორეა ის, რამდენად აქვთ ოპოზიციურ პარტიებს საზოგადოების ნდობა და მხარდაჭერა. ყველაზე კარგად ამას, ქართული ოცნების წევრების თქმით, იმ აქციებზე შეკრებილი მოქალაქეების რაოდენობა აჩვენებს, რომელსაც ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები აანონსებენ. თავის მხრივ ოპოზიციაში ირწმუნებიან, რომ ცვლილებები გარდაუვალია და ამ კუთხით, მაგალითებად, სწორედ სერბეთი და უნგრეთი მოჰყავთ.