ოპოზიციის გეგმები

როგორია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ოპოზიციის გემები. ვინ რა ფორმით წარდგება ამომრჩევლის წინაშე – კითხვა მამუკა ხაზარაძის მიერ ნიკა მელიას ახლა პარტიასთან სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ გაჟღერებულმა გეგმამ გაააქტიურა. ოპოზიციის ნაწილს არარეალისტურად მიაჩნია, რომ ცალკეული პარტიები „ნაციონალური მოძრაობისგან“ დისტანცირებას შეძლებენ, ამასთან, მათი ნაწილი ამტკიცებს, რომ არჩევნებზე 5-პროცენტიანი ბარიერის გადალახვას დამოუკიდებლადაც შეძლებენ. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ „ლელოსა“ და ნიკა მელიას პოლიტიკურ დღის წესრიგს ისევ „ნაციონალური მოძრაობა“ განსაზღვრავს.