ოპოზიციის გეგმა თვითმმართველობის არჩევნებისთვის

ერთად თუ ცალ-ცალკე – თვითმმართველობის არჩევნების მოახლოებასთან ერთად, სულ უფრო აქტიურდება შეკითხვა, რა სტრატეგიით და გეგმით დაიწყებს ოპოზიცია საარჩევნო კამპანიას. ხელისუფლების ოპონენტთა გარკვეული ნაწილი კახა კალაძის საპირწონე ოპოზიციონერ კანდიდატს ოპოზიციის რიგებში ვერ ხედავს და ამ ფონზე, სწორედ მმართველი გუნდის კანდიდატურის მაღალ შანსებზე საუბრობს.

საარჩევნო სტრატეგიის გარშემო ოპოზიციაში პოზიციები გაყოფილია. „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ ოპოზიციის გაერთიანებისა და თბილისსა და წამყვან ქალაქებში მერობის საერთო კანდიდატების წარდგენის აუცილებლობაზე საუბრობს.

ნიკა მელიას და ელენე ხოშტარიას სახით მინიშნებები კეთდება შესაძლო კანდიდატურებზეც. დამოუკიდებელი გეგმა აქვს გიორგი გახარიას პარტიას. კოორდინაციისა და გაერთიანების იდეას არ იზიარებს გიორგი ვაშაძის გუნდიც, რომელიც მესამე ძალის შექმნაზე მუშაობს.

დატოვე კომენტარი