როგორი უნდა იყოს ოპოზიციის სამოქმედო გეგმა თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით. ოპოზიცია ალეკო ელისაშვილის მიერ ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გაკეთებულ იმ განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვით, ის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მომხრეა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამგვარად პატიმრობაში მყოფი ხაზარაძე-ჯაფარიძის იდეას დაიცავს. „ლელოს“ გუნდში ადასტურებენ, რომ საკითხზე ზურაბიშვილის წინააღმდეგობის პლატფორმის ფარგლებში კონსულტაციები დაწყებულია. უფრო ზუსტად რომელ პარტიები მონაწილეობენ ამ დისკუსიაში, ბუნდოვანია. თუმცა როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ და კოალიცია „ცვლილებისთვის“ კომენტარებიდან ირკვევა, ისინი 4 ოქტომბრის არჩევნებში ჩართვას არ აპირებენ, ვინაიდან ეს მათთვის ფარსში მონაწილეობის ტოლფასია. გახარიას გუნდი კი ასე არ ფიქრობს და მათ გადაწყვეტილება კონსულტაციების გარეშე ჯერ არ აქვთ მიღებული.