ოპოზიციის გასვლითი შეხვედრები - შეფასებები

პოლიტიკური შეფასებების თემაა ოპოზიციის გასვლითი შეხვედრები – პირველი ასეთი შეხვედრა ქუთაისში, დარბაზში დახურულ ფორმატში გაიმართა. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაში მონაწილეობისთვის რეგისტრაცია თავისუფალი იყო, პირველი შეხვედრისადმი ინტერესი, არც ისე მაღალი აღმოჩნდა. მედიის წარმომადგენლებს ღონისძიების გადაღების საშუალება არ მისცეს,  შეხვედრა დაატოვებინეს რეგისტრაცია გავლილ ერთ-ერთ მოქალაქესაც, მას შემდეგ, რაც აღნიშნულმა პიროვნებამ ტელეფონით რამდენიმე ოპოზიციონერ პოლიტიკოსთან ინტერვიუ ჩაწერა. მორიგი შეხვედრა დღეს ბათუმში იმართება.