ოპოზიციის გადაწყვეტილება

საპარლამენტო ოპოზიცია ახალ სამოქმედო სტრატეგიაზე გადადის.

„ნაციონალური მოძრაობა“ საკანონმდებლო ორგანოს ბოიკოტს კიდევ ერთხელ უცხადებს. პარტია გეგმავს, დაესწროს მხოლოდ იმ სხდომებს, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებები და მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურები იქნება განხილული. პრემიერის და შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომის მოთხოვნით სხდომათა დარბაზში მშვიდობიანი პიკეტირების აუცილებლობაზე საუბრობს ფრაქცია „ლელოს“ წევრი, სალომე სამადაშვილი. „ლელო“ მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურის დაწყებას აანონსებს. კონსტიტუციის მიხედვით, შესაბამისი ინიციატივის დაყენებას პარლამენტის შემადგენლობის ერთ მესამედზე მეტი ხმები სჭირდება, უნდობლობის გამოსაცხადებლად კი სიითი უმრავლესობის ხმები, ანუ 76 ხმაა საჭირო, რაც ოპოზიციას არ გააჩნია.