ოპოზიციის და სალომე ზურაბიშვილის გეგმები

პოლიტიკური სპექტრი ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტის სამოქმედო გეგმის მოლოდინშია.

გავრცელებული ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი საკუთარ სტრატეგიაზე და გეგმაზე უახლოეს დღეებში ისაუბრებს. ახალი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნას მთელ ოპოზიციურ სპექტრთან ერთად ზურაბიშვილიც უერთდება. 29 დეკემბრამდე, ანუ საპრეზიდენტო უფლებამოსილების ამოწურვამდე ორბელიანების სასახლეში მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდი გაიმართა. ოპოზიციონერი ლიდერები სწორედ სალომე ზურაბიშვილთან ერთად მუშაობენ იმ დოკუმენტზე, სადაც მათი განმარტებით, ახალი არჩევნების ჩატარების წესები და პირობები განისაზღვრება. ორბელიანების სასახლის დატოვებამდე ყოფილმა პრეზიდენტმა რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრები და უცხოეთში ვიზიტებიც დააანონსა.

რა როლი ექნება მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში ზურაბიშვილს, რომელსაც საპროტესტო აქციების მონაწილეები და ოპოზიცია ერთადერთ ლეგიტიმურ ინსტიტუტად მიიჩნევენ, – თამუნა წიკლაური დეტალებით.