ოპოზიციის და სალომე ზურაბიშვილის გეგმა

ოპოზიციაში ისევ აზრთა სხვადასხვაობის მიზეზია ხაზარაძის ინიციატივა, რომელიც ბარირგადალახულ პარტიებს გაერთიანებას და ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრის ჩამოყალიბებას სთავაზობს. მაშინ, როდესაც ოპოზიციური პოლიტიკური აქტორების ნაწილისთვის, ექს-პრეზიდეტნის ხელმძღვანელობით რაიმე სახის გაერთიანებაში მონაწილეობა მიუღებელია, მეორე ნაწილი ოპოზიციას ალტერნატიულ ხედვას სთავაზობს. ხელისუფლების ოპონენტები აღიარებენ, რომ პროტესტი ქუჩაში 28 ნოემბრიდან ამ დრომდე მათ გარეშე გრძელდება, თუმცა მხოლოდ ბარიერგადალახულ პარტიებზე აქცენტირება შედეგს ვერ მოიტანს. ოპოზიციური პარტიების ნაწილი ახლა პოლიტიკური ასპარეზის ახალგაზრდა თაობისთვის დათმობაზე ამახვილებს ყურადღებას. სალომე ზურაბიშვილის ხელმძღვანელობით, შედეგის მიღწევა წარმოუდგენლად მიაჩნიათ ხაზარაძის შეთავაზების მიღმა დარჩენილებსაც. სანამ ოპოზიცია პოზიციებს დაახლოებს, ირკვევა, რომ ექსპრეზიდენტი ხელახალი არჩევნების ჩატარებისთვის კიდევ ერთ დოკუმენტზე მუშაობს.