ოპოზიციის ჩრდილოვანი კაბინეტი და მზადება არჩევნებისთვის

მზადება არჩევნების მეორე ტურისთვის გრძელდება – კენჭისყრამდე ერთი კვირა რჩება. კოალიციური ჩრდილოვანი კაბინეტის დასახელების შემდეგ, კონკრეტული ოპოზიციური პარტიები „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების ხელმძღვანელობით, ამომრჩევლებს საკუთარ გეგმებს აცნობენ. პოლიტიკოსების ნაწილის აზრით, ერთობა, რომელიც შეიქმნა, ოპოზიციას საერთო გამარჯვებას მოუტანს.

ამომრჩევლებთან აქტიურ შეხვედრებს აგრძელებენ „ქართულ ოცნებაში“. მმართველი გუნდის წევრები აცხადებენ, რომ საჭიროა ყველა მუნიციპალიტეტში ჩასვლა და მოსახლეობის პრობლემების ადგილზე გაცნობა.

დატოვე კომენტარი