ოპოზიციის აქტივისტების მსვლელობა

„მოძრაობა საქართველოსთვის“ საპროტესტო მსვლელობას მართავს. ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით, ისინი მშვიდობის ხიდთან შეიკრიბნენ და ახლა პარლამენტისკენ მიემართებიან.

პროტესტის მონაწილეების თქმით, გაივლიან „ქართული ოცნების“ ოფისს, ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრს, მივლენ მთავრობის ადმინისტრაციასთან და საბოლოოდ მსვლელობას დაასრულებენ საკანონმდებლო ორგანოსთან.