ოპოზიციის აქცია

ოპოზიციური პარტიები მსვლელობას მართავენ. ლიდერები და მხარდამჭერები რესპუბლიკის მოედნიდან რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებამდე მანქანების კოლონიით გაემართნენ. აქციის მონაწილეებმა ამ ფორმით „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავება გააპროტესტეს. როგორც ისინი აცხადებენ, აქციები მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე არ შეწყდება.