ოპოზიციის ალიანსის გეგმა – შეფასებები

15:12, 20.04.2026

ოპოზიციური ალიანსი 10-26 მაისამდე მოსახლეობასთან კარდაკარ შეხვედრების დაწყებას აანონსებს. ისინი 26 მაისის აქციისთვის ემზადებიან. „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე განმარტავს, რომ პირველ ეტაპზე შეხვედრები თბილისიდან დაიწყება. ოპოზიციის ალიანსის წარმომადგენლები ყველა უბანში მივლენ, თავიანთ გზავნილებს მიიტანენ და საზოგადოების აზრს მოისმენენ. 26 მაისს კი, როგორც ამბობენ, პირველ პოლიტიკურ საერთო მანდატს მიიღებენ საზოგადოებისგან. მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ აღნიშნული აქციის დამოუკიდებლობის დღეს დაგეგმვა მხოლოდ სპეკულაციაა.

მსგავსი