ოპოზიციაში მაია ცქიტიშვილის გამოსვლას აკრიტიკებენ

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის გამოსვლას აკრიტიკებენ ოპოზიციაში. საპარლამენტო უმცირესობა აცხადებს, რომ ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით, მაია ცქიტიშვილმა ამომწურავი პასუხები ვერ გასცა. ოპოზიცია ხელისუფლებას პროექტის ჩაშლის მცდელობაში ადანაშაულებს.

მმართველი გუნდი კი მაია ცქიტიშვილის გამოსვლას დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ ანაკლიის პროექტი ქვეყანას სჭირდება. მინისტრის განცხადებით, ანაკლიის პროექტს საფრთხე არ ემუქრება და მთავრობა აგრძელებს მუშაობას როგორც კონსორციუმთან, ასევე ბანკებთან, იმისთვის, რომ პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის კომპრომისულ გადაწყვეტილებას მიაღწიონ.

 

დატოვე კომენტარი