ოპოზიცია პრემიერ-მინისტრს პარლამენტში იბარებს

„ნაციონალური მოძრაობა“ პრემიერს ინტერპელაციის წესით პარლამენტში იბარებს. ოპოზიციის კითხვები ანტიკრიზისულ გეგმასა და სოციალური დახმარების სქემას ეხება. მთავრობის მეთაურთან შეკითხვები და პრეტენზიები აქვს „ევროპულ საქართველოსაც“, რომელიც “ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად,  პანდემიის დროს მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს მწვავედ აკრიტიკებს. მათ შორის, საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებას და გარკვეული შეზღუდვების დატოვებას. ოპონენტთა მტკიცებით, ხელისუფლება საგანგებო მდგომარეობას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს. რეგლამენტის მიხედვით, მთავრობის მეთაურს, საკანონმდებლო ორგანოში მისვლა და ოპონენტთა შეკითხვებზე პასუხების გაცემა, მაისის ბოლოს მოუწევს. თუმცა, თუ საგანგებო მდგომარეობა 22 მაისის შემდეგაც გაგრძელდება, მაშინ სიტუაცია იცვლება.