ოპოზიცია ოპოზიციის წინააღმდეგ 

21:15, 17.09.2026

„საქმე ლაპარაკის ნაცვლად“ – „ნაციონალური მოძრაობის“ ცნობილ საარჩვნო სლოგანს დღის წესრიგში ლევან ხაბეიშვილი აბრუნებს.

საპატიმროში მყოფი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი სრულიად ოპოზიციურ სპექტრს მწვავედ აკრიტიკებს და მათგან კონკრეტულ ქმედებებს მოითხოვს. ხაბეიშვილი, მისივე შეფასებით ჩირგვებში დამალულ ოპოზიციას ტელეეთერებში პოლიტიკური ტივტივის ნაცვლად, გამბედაობის მოკრებას, ურთიერთბრალდებების შეწყვეტას და მასშტაბური აქციების დაორგანიზებას ურჩევს. კრიტიკულმა   მიმართვამ ოპოზიციური ალიანსის დაშლის ფონზე, არაერთი კითხვა გააჩინა. აქვთ თუ არა მუდმივად დაპირისპირებულ ოპოზიციურ აქტორებს ქუჩაში ხალხის გამოყვანის რესურსი და რამდენად შეძლებენ „ნაციონალური მოძრაობა“ და დანარჩენები ერთობლივ მუშაობას – ალიანსის ფორმატიდან კოორდინაციის რეჟიმზე გადასული ოპოზიცია სიახლეებს და აქციებს აანონსებს, თუმცა მათი მიზნების განხორციელებაში ხელისუფლებასთან ერთად იაგო ხვიჩიას პარტიაშიც ეჭვი ეპარებათ.

მსგავსი