ოპოზიცია მმართველ პარტიას ხვდება

თითქმის სამკვირიანი პროტესტის შემდეგ, დღეს პირველად, ოპოზიცია მმართველ პარტიას ხვდება. მოლაპარაკებები სასტუმრო „ბილტმორში“ უკვე ორ საათზე მეტია, მიმდინარეობს. როგორც ცნობილია, განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა არჩევნების გერმანული მოდელი იქნება. შეხვედრას საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებიან.

გიორგი კობერიძე იმყოფება სასტუმრო „ბილტმორში“, რომელიც ახლა პირდაპირ ეთერში ჩაგვერთვება – რა განცხადებები გაკეთდა შეხვედრის დაწყებამდე და საინტერესოა, კონკრეტულად ვინ მონაწილეობს მოლაპარაკებებში.