ოპოზიცია გიორგი ქობულიას პარლამენტში იბარებს

პარტიები „ევროპული საქართველო“ და „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში ეკონომიკის ყოფილი მინისტრის მისვლას ითხოვენ. საპარლამენტო ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ გიორგი ქობულიამ თანამდებობის დატოვების შემდეგ გაკეთებული განცხადებით გააჩინა სერიოზული შეკითხვები და აუცილებელია მათზე საკანონმდებლო ორგანომ იმსჯელოს.

უმრავლესობის ნაწილი ამ მოთხოვნას არ ეთანხმება, თუმცა საკითხზე მსჯელობას მიესალმება დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია. შეთანხმების შემთხვევაში ეკონომიკის ყოფილ მინისტრს სწორედ მისი კომიტეტი მოუსმენს.

დატოვე კომენტარი