ოპოზიცია ჩრდილოვან მთავრობას წარადგენს

„ნაციონალური მოძრაობა“ კოალიციურ, ჩრდილოვან მთავრობას ასახელებს. მოლაპარაკებები უკვე შედგა „გირჩი – მეტი თავისუფლებასთან“, „ლელოსთან“ და „დროასთან“.

იმ შემთხვევაში, თუ ნიკა მელია მერის არჩევნებში გაიმარჯვებს, პირობას დებს, რომ ქალაქის მთავრობას დააკომპლექტებს სწორედ დღეს წინასწარ წარდგენილი მრავალპარტიული შემადგენლობით.

თბილისის მთავრობაში დაახლოებით 25 პოსტია, რომელიც ვიცემერების საქალაქო სამსახურებს და რაიონების გამგებლებს აერთიანებს. კონსულტაციების შედეგად, რომელ პარტიას რომელი ან რამდენი თანამდებობა შეხვდა, ეს საღამოს გაირკვევა, თუმცა მაგალითად, „ლელოს“ წარმომადგენლები ამბობენ, რომ მათ პოლიტიკურ ძალას ნიკა მელიას ჩრდილოვან მთავრობაში მნიშვნელოვანი პოზიციები ერგება.