მიწასთან გასწორებული საცხოვრებელი სახლები, სკოლები, საბავშვო ბაღები და საავადმყოფოები, – ასეთია მდგომარეობა ჩერნიგოვის ოლქში, რომელიც გამანადგურებელი შეტევების მიუხედავად, ოკუპანტებმა ვერ აიღეს. რეგიონს უკრაინელები აკონტროლებენ, თუმცა სიტუაცია დასახლებებში უმძიმესია. დაიღუპა და დაშავდა ასობით მშვიდობიანი მოქალაქე, რუსი სამხედროების სისასტიკის კვალი ოლქის ყველა დასახლებას ეტყობა. ეს ქალაქები დღეს ჩვენმა გადამღებმა ჯგუფმა მოინახულა.
რატი ხვისტანი და დავით ცირიკიძე განაგრძობენ უკრაინაში მუშაობას.