თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, რუსეთისა და უკრაინის საგარეო უწყებების ხელმძღვანელები უკრაინის შესახებ მორიგი შეხვედრის გამართვის იდეას მხარს უჭერენ . „დმიტრო კულებამ და სერგეი ლავროვმა გვაცნობეს, რომ შეხვედრისთვის მზად არიან. შეხვედრა შესაძლოა, სულ მცირე უახლოეს ერთ-ორ კვირაში გაიმართოს, უკრაინისა და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე“, – განაცხადა მევლუთ ჩავუშოღლუმ. თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა იმედი გამოთქვა, რომ მხარეები კვლავ სტამბოლს აირჩევენ მშვიდობიანი მოლაპარაკების გამართვის ადგილად და განაცხადა, რომ თურქული მეგაპოლისი ორივე მხარისთვის მოსახერხებელი ადგილია, მათ შორის ლოგისტიკის კუთხით. ამასთან, მევლუთ ჩავუშოღლუმ სიცრუე უწოდა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ უკრაინისთვის თურქეთის მიერ უსაფრთხოების გარანტიების მიცემის შემთხვევაში, ანკარა ჩაერთვება ომში და უკრაინაში საკუთარ ძალებს გაგზავნის. შეგახსენებთ, უკრაინა რუსეთის მოლაპარაკებები ონლაინფორმატში 1 აპრილს უნდა განახლდეს. განცხადება უკრაინული მხარის დელეგაციის ხელმძღვანელმა, დავით არახამიამ გააკეთა. მან იმედი გამოთქვა, რომ მომდევნო კვირისთვის მზად იქნება შეთანხმების პროექტი, რასაც ზელენსკისა და პუტინის შეხვედრა მოჰყვება.