ომი უკრაინაში - თბილისის პოლიტიკა

ამერიკის ახალი ადმინიტრაციის პოლიტიკა აქტიური განხილვის საგანია თბილისში.

დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებებზე დაყრდნობით „ქართული ოცნება“ ხაზგასმით აცხადებს, რომ ხელისუფლების პოლიტიკა სწორი იყო და ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებას ემსახურებოდა. მმართველი გუნდი კიდევ ერთხელ აკრიტიკებს ოპოზიციას და დარწმუნებულია, რომ ოპონენტების მიზანი გარე ძალების დავალებით ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნა იყო. ბრალდებებს უარყოფს ოპოზიცია, სადაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის რუსეთის მიმართ სანქციების დაწესების მოთხოვნას კატეგორიულად უარყოფენ.