ომი უკრაინაში – საერთაშორისო პოზიციები
ევროპის ქვეყნების შემდეგ, მეორე მსოფლიო ომის დასრულების 80 წლისთავი მასშტაბური სამხედრო აღლუმით აღინიშნა რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში.
წითელ მოედანზე 30-მდე უცხოური დელეგაცია უმაღლეს დონეზე იყო წარმოდგენილი. სამხედრო აღლუმში უცხო ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეებიც მონაწილეობდნენ. მოსკოვში ჩავიდა ორი ევროპული ქვეყნის ლიდერი და პუტინის ერთ-ერთი მთავარი მოკავშირე სინ ძინ პინი. აღლუმზე სიტყვით გამოსვლისას, რუსეთის პრეზიდენტმა, ფაშიზმის დამარცხებაში საბჭოთა ჯარისკაცების გადამწყვეტ როლზე გამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ სწორედ მათმა გამბედაობამ განსაზღვრა მეორე მსოფლიო ომის შედეგი. მოსკოვის აღლუმის პარალელურად, უკრაინაში 35 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები და დიპლომატები შეიკრიბნენ და რუსეთის მიერ წარმოებული ომი კიდევ ერთხელ დაგმეს. დღესვე ცნობილი გახდა, რომ რუსეთის ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას დიდი ბრიტანეთი გეგმავს.