დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი დაადასტურა.
ომის დასასრულებლად მიმდინარე მოლაპარაკების პროცესში აშშ-ის პრეზიდენტს პროგრესის და შეთანხმების მიღწევის სჯერა. მოსკოვში კი ორი ქვეყნის პირველი პირების კონტაქტს არც ადასტურებენ და არც უარყოფენ. რუსეთის საგარეო უწყება ვაშინგტონთან დიალოგისთვის მზადყოფნას აცხადებს, მათ შორის უკრაინის საკითხზეც. ამ დრომდე უცნობი რჩება ტრამპის გეგმა, თუ როგორ აპირებს უკრაინაში საომარი მოქმედებების დასრულებას. ოფიციალური ვაშინგტონის პოზიციაა, რომ ომის დასრულების შემდეგ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები სრულად ევროპელებმა უნდა უზრუნველყონ. სამშვიდობო მოლაპარაკების მცდელობების და ომის დასრულების ძალისხმევის ფონზე რუსეთი უკრაინაზე შეტევებს აძლიერებს.