ომი უკრაინაში და დასავლეთის პოლიტიკა

უკრაინაში მიმდინარე ომია დღის წესრიგის მთავარი თემა გერმანიაში, სადაც დიდი შვიდეულის ქვეყნების ლიდერები არიან შეკრებილები.

შეხვედრის მონაწილეები მოსკოვის წინააღმდეგ ახალ სანქციებს და იმ გზებს განიხილავენ, რომლებმაც რუსეთს ნავთობის ექსპორტიდან გაზრდილი შემოსავლები უნდა შეუმციროს. ომის დასასრულებლად და რუსეთზე ზეწოლის გასაძლიერებლად სწორედ სანქციების გამკაცრება და იარაღის დროულად მიწოდებაა უკრაინის ხელისუფლების მთავარი მოთხოვნა. მაშინ, როდესაც მსოფლიო ლიდერები რუსეთის აგრესიის შეკავებას ცდილობენ, უკრაინის ქალაქები და დასახლებები ინტენსიურად იბომბება. ავიაიერიშის სამიზნე გახდა ქალაქი კრემენჩუკი. საომარი მოქმედებების ეპიცენტრი კი კვლავ ლუგანსკის და დონეცკის ოლქებია.