ომი უკრაინაში - ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტების გზავნილები

უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყებიდან ერთი წლისთავზე რუსეთი ევროპას ემუქრება.

ვლადიმერ პუტინის წლიური მიმართვა დასავლეთის მწვავე კრიტიკას მიეძღვნა. საომარი მოქმედებების დაწყებაზე და ვითარების ესკალაციაზე მთელ პასუხისმგებლობას კრემლის ლიდერი ამერიკას და ევროპის ქვეყნებს აკისრებს და მათ კონფლიქტის გლობალურ დაპირისპირებაში გადასვლის მცდელობაში ადანაშაულებს. იყო ღია მუქარის შემცველი გზავნილები უკრაინისთვის იარაღის მიწოდების კონტექსტში.